სასტუმრო

სასტუმრო „გროუვი“ მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, დავით აღამაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის ხიდის კვეთაზე, მდინარე მტკვრის პირას. ეს მხოლოდ ერთერთი მიზეზთაგანია თუ რატომ უნდა გახდეს „გროუვ“-ი თქვენი საყვარელი ადგილი. დედაქალაქის ეს ნაწილი ცნობილია მე-19-ე საუკუნის კლასიკური არქიტექტურით. სასტუმროდან მხოლოდ 10-15 წუთის სავალზეა „განახლებული ტიფლისი“. იდეალური ადგილი სეირნობის, შოფინგისა და კვებისათვის.

სასტუმრო სახელი ფასადის წინ კიპარისის ხეების განლაგებას უკავშირდება, რომელიც არქიტექტურული კომპოზიციის განუყოფელი ნაწილი გახდა. თაღისა და ორი ვიწრო კოშკისაგან შემდგარი ნაგებობა უნიკალურ და დინამიურ მოცულობას ქმნის.

სასტუმრო „გროუვ“-ი - თანამედროვე თბილისის სახეა. ეს არის ბუტიკის ტიპის სასტუმრო, ახალი და განსხვავებული დიზაინით. სხვა სიტყვებით - ჩვენ ვიპოვეთ ოქროს შუალედი უაღრესად კომფორტულსა და უნიკალურს შორის.

ეძებთ სასტუმროს თბილისში? სასტუმრო „გროუვ“ არის საუკეთესო არჩევანი თქვენი ბიზნესისა და დასვენებისთვის.