ოთახის ტიპი

სასტურმო „გროუვ“-ი 39 ოთახით სტუმრებს 6 განსხვავებული კატეგორიის ოთახს სთავაზობს. თითოეული ოთახი თავისი მარტივი დეტალით ერთროულად კომფორტულსა და გამორჩეულ დიზაინის გარემოს ქმნის.

ჩვენ ვართ თანამედროვე ბუტიკ სასტუმრო რომლის თითოეული ოთახი არის თანამედროვე და გამორჩეული თავისი დიზაინით. ამის გათვალისწინებით ვეცადეთ ინტერიერი არ ყოფილიყო გადატვირთული ზედმეტი ელემენტებით.

ყველა ოთახი აღჭურვილია: სეიფით, თმის საშრობით, მინი ბარით, ყავის აპარატითა და კაფსულებით, ჩაიდნითა და 2 სახეობის ჩაით. სმარტ ტელევიზორითა და კომფორტული სამუშაო მაგიდით. ოთახებში არის ინდივიდუალური კლიმატის მართვის სისტემა, გაგრილება/გათბობის ფუნქციით, ასევე აბაზანის იატაკქვეშა გათბობით. ყველა ოთახი განკუთვნილია არამწეველთათვის. 2-ის გარდა ყველა ოთახის საწოლის ზომაა (King) 180სმx200სმ.